,,მიტოვებული ყვავილები"
          ალბათ ყველა ერთნაირად ვერ ვაცნობიერებთ, რომ სენაკში, აქვე, ჩვენთან სულ ახლოს, არის ოცნებათა პატარა კუნძული,  სადაც ცხოვრებენ საოცარი სიკეთისა და სიყვარულის უნარით გამორჩეული პატარა მოქალაქეები, ისინი რეალობას ზღაპრული ფერებით აფერადებენ,  მათ სამყაროს მარადიული მოლოდინის სამყარო ჰქვია... გამოუთქმელი სევდა და ტკივილი ჩაღრმავებულა აქ ბავშვების მზერაში...მაგრამ იქვე ზღაპრულ ოცნაბასა და უკიდეგანო ფანტაზიასაც ფრთები გაუშლია.. მათ სწამთ, რომ არსებობს ყოვლისმომცველი სიკეთე და სიყვარულის ყოვლისშემძლე ძალა, რომ მათი მოლოდინი ადრე თუ გვიან სანუკვარი სურვილების ახდენით დაგვირგვინდება. ბავშვთა პანსიონატის ბინადართ  თითოეული ჩვენთაგანის გულში ღვთისგან ჩადებული სიკეთის მარცვლების გაღვივების და აღმოცენების იმედი აქვთ, იმედითა და რწმენით შემოგვყურებენ. ჩვენ შეგვიძლია და ვალდებულიც ვართ მათ ავუხდინოთ ერთი პატარა ოცნება მაინც და ჩვენი თანადგომით სიხარული ვაჩუქოთ პატარებს, გვერდით დავიყენოთ, ვაგრძნობინოთ, რომ ისინი, როგორც თითოეული ჩვენთაგანი, საზოგადოების უმნიშვნელოვანესი წევრები არიან.